ბათუმში ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე – დაიღუპა სამი ადამიანი

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0