05:17 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
სასწრაფო დახმარება

ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - პენიტენციურმა სამსახურმა გარდაცვალების მიზეზები განმარტა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1540)
195 0 0

პატიმრის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უწყებაში არ დაუსახელებიათ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სპეციალური პენიტენციურ სამსახურიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას მსჯავრდებული გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ბიძინა ცხადაძე N14 დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს მოათავსეს.

„დაწესებულებაში მოთავსების დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი. სასჯელის მოხდის პერიოდში ბიძინა ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია“, - განაცხადეს უწყებაში.

სამსახურის ინფორმაციით, მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა.

„13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80“, – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, ის მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, ხოლო 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა პაციენტის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან, მსჯავრდებულის წნევა იყო 100/60, თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პატიმრის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უწყებაში არ დაუსახელებიათ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1540)

მთავარი თემები