11:15 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZ
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მიწისძვრები საქართველოში (13)
280 0 0

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეპიცენტრი ამბროლაურიდან ორ კილომეტრში, სოფელ წესთან, 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:29 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში მოხდა, რაჭაში 1991 წელს 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.

თემები:
მიწისძვრები საქართველოში (13)

მთავარი თემები