05:19 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
სასწრაფო დახმარება

ბათუმში პიროტექნიკით რვა წლის მოზარდი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1540)
86 0 0

მოზარდმა დაზიანებები ხელის და სახის არეში  მიიღო.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ბათუმში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად რვა  წლის ბიჭი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა დაზიანებები ხელისა  და სახის არეში  მიიღო.

დაშავებული არასრულწლოვანი დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და შესაბამისი დახმარებაც აღმოუჩინეს.

მოზარდი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.

2018 წლის იანვარში პიროტექნიკის შედეგად მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მოხვდა, მათ შორის 24 არასრულწლოვანი იყო.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1540)

მთავარი თემები