06:53 19 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0458
  • 100 RUB4.1590
  • USD2.6840
პოლიცია დამნაშავეს აკავებს

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
31 0 0

მამაკაცს ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, „აკს-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „უზკონის“ მოდელის თოფი, მჭიდი და 37 ვაზნა ნივთმტკიცების სახით  ამოიღეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შსს–ში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები