16:45 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
დაკავება

გაქურდული ბინები ბორჯომში - დაკავებულია ერთი მამაკაცი

CC0 / Pixabay / 3839153
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
42 0 0

პოლიციამ საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბორჯომში ჩადენილი ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 35 მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა.

ბრალდებული ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები