05:18 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
ოქროს ნაკეთობები

კონტრაბანდა საქართველოში: ქუთაისში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

© photo: courtesy of Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1540)
106 0 0

კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 16 ათას ლარს აღემატება

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული საქართველოს მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ქუთაისის აეროპორტის" გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების არალეგალურად შემოტანას ცდილობდა.

მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟეებმა 55 გრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ბრილიანტის თვლებით) ამოიღეს, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 16 ათას ლარს აღემატება.

„აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული", -აღნიშნულია განცხადებაში.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1540)

მთავარი თემები