ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილის ჩავარდნის შედეგად 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გამოწერა
თანასოფლელები მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ და მის ცხედარს ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გურჯაანში ალაზნის სარწყავ არხში მსუბუქი ავტომობილი ჩავარდა, რის შედეგადაც 62 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ქუთაისში ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა სოფელ კალაურში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.

როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები აცხადებენ, 62 წლის მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ და მის ცხედარს ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.

მაშველებმა ავტომობილი და ცხედარი არხიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0