ისრაელში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მიშიკო სულაძე პირველ იანვარს, სავარაუდოდ, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მოკლა.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ისრაელში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთა სიხარულიძე სოციალური ქსელით ავრცელებს

რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მიშიკო სულაძე ისრაელის მოქალაქე იყო. ის 1 იანვარს, სავარაუდოდ, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა დანით მოკლა.

„ჩემი შვილი 9 წელი ისრაელის მოქალაქე იყო. 4 იანვარს, შუადღისას ჩვენთან მოვიდა პოლიცია და ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს შეატყობინეს, რომ ჩემი შვილი სამსახურში არ გამოცხადდა და ეძებდნენ… მივიდნენ მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანა დარტყმული დახვდათ. გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, მეუბნებიან, ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქართველმა", – განაცხადა გარდაცვლილის დედამ კატერინა წიკლაურმა მასმედიასთან საუბრისას.

გარდაცვლილის დედა შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საკონსულოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0