რუსთავში საახალწლო სოფელში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯს ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. რუსთავში, ლეონიძის სკვერში, სადაც საახალწლო სოფელია განთავსებული, ერთ-ერთ კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

სახანძრო - Sputnik საქართველო
კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯს ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ხუთი კვადრატული მეტრი ფართის ხის სახლი. 

საახალწლო სოფლის დემონტაჟი დღეს იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0