თიანეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

 

თბილისი, 7 იანვარი -  Sputnik. სამართალდამცველებმა ორი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის  და ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,  32 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სისხლიან გარჩევას თიანეთში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა დაბა თიანეთში მიმდინარე წლის  3 იანვარს მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით 28 წლის ვ.ა და 57 წლის ო.შ მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მოკლა, ხოლო 32 წლის ნ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ამ  დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტში ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, სანადირო თოფი და ცივი იარაღი ფიგურირებდა.  ერთ-ერთს მამაკაცს თავში ესროლეს, მეორეს კი - 28 წლის მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის  19-109- მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​ 

ყველა ახალი ამბავი
0