Tbilisi mall–ში ევაკუაცია გამოცხადდა – რა მოხდა სავაჭრო ცენტრში?

გამოწერა
ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

 

თბილისი,  4 იანვარი - Sputnik.  სავაჭრო ცენტრ Tbilisi mall–ში მომხდარი მცირე დაკვამლიანების გამო შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, იუწება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თვითმხილველების განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ერთ–ერთ მაღაზიაში დაკვამლიანება მოხდა,  რის შედეგადაც განგაშის სიგნალი ავტომატურად ჩაირთო და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0