იტალიაში შობის ღამეს შიშველი ქართველი ვეფხვმა დაგლიჯა

© Sputnik / Denis Aslanovვეფხვი
ვეფხვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. იტალიურ ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიაში ვეფხვმა 25 წლის ქართველი მამაკაცი დაგლიჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა შობის ღამეს მოხდა.

იტალიური მასმედიის ცნობით, მამაკაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ადგილობრივ ცირკში შეაღწია, გაშიშვლდა და ვეფხვის ვოლიერში შეიპარა. ვეფხვმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.

მამაკაცს პირველადი დახმარება ცირკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებული უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი გონზე მოვიდა, იგი საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა. მედპერსონალი იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახებინა.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0