რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2018 წელს

© photo: Sputnik / Stringerხის მორი, შეშა
ხის მორი, შეშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ პერიოდში სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 53 ათასი კუბური მეტრი ხეტყის მალასა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ათასამდე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაღდათში ზედამხედველობის თანამშრომლებს თხმელას გამო გაუსწორდნენ>>>

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებს შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდა.

„ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 511 ფაქტი, აჭარაში – 329 ფაქტი, გურიაში – 91, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში – 210, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 440 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 155 ფაქტი, შიდა ქართლში – 476, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 875, ხოლო თბილისში 12 ფაქტი დაფიქსირდა", – ნათქვამია განცხადებაში.

ხის ჭრა - Sputnik საქართველო
რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2015-2018 წლებში

სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 53 ათასამდე კუბური მეტრი ხეტყის მალასა.

აღნიშნულ პერიოდში სახერხი საამქროს შესახებ რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხეტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ხეტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მორისა და ფიცრის ექსპორტი კი მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ღონისძიებებს ხეტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოსავლენად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას სვანეთის სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში სამართალდამცველების ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირებაც მოჰყვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0