სისხლიანი გარჩევა თელავში: დაჭრილია სამი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ვერაზე

დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული, ერთ-ერთი დაშავებული თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა გენადის შვილია.

„ის ჰყვება, რომ ვიღაც გამოვიდა და მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. ისინი რამდენიმე იყვნენ, რა თქმა უნდა, ერთი ისროდა, დაჭრილი კი სამია", – განაცხადა მამა გენადიმ.

ინციდენტის შემდეგ სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0