არასრულწლოვნებზე ძალადობის მცდელობა – პოლიცია 30 წლამდე მამაკაცს ეძებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი თავდასხმის შესახებ 7 წლის გოგონა საუბრობს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის მცდელობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატიმრო დაწესებულება - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბარნოვზე: გერის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გასულ ღამეს გლდანში პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობის მტკიცებით, საუბარია 30 წლამდე მამაკაცზე, რომელიც რამდენჯერმე შეეცადა ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობას.

პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს მსგავსი შემთხვევა. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა, 7 წლის გოგონამ განაცხადა, მამაკაცმა იგი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა, თუმცა მან დაყვირება მოასწრო.

 

ყველა ახალი ამბავი
0