ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

© Sputnik / Alex Shlamovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც დაშავდა 75 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. იგი სხეულის დამწვრობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ათი მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელიც აფეთქებას მოჰყვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0