06:02 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1380)
153 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„როგორც იქნა, გადავრჩით. ექიმებსაც უკვირთ, ასეთი დაზიანებების შემდეგ როგორ მოახერხა მიშას ორგანიზმმა ასე სწრაფად რეაბილიტაციის დაწყება. გვითხრეს, რადგან სპორტსმენი იყო, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ამის დამსახურებით გადარჩაო. ლაპარაკიც შეუძლია. მენჯები და ნეკნები აქვს დამტვრეული, ახლა უნდა მოხდეს ამ ძვლების აღდგენა. რაც მთავარია, ფილტვის მუშაობა აღდგა, სწორედ ამ ფილტვის გამო, ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ აღვიძებდნენ 8 დღე, როცა გააღვიძეს, აღმოჩნდა, რომ ტვინის დაჟეჟილობაც ჰქონია. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა გიორგაძის მეგობარმა, კახა კანდელაკმა.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს სოფელ ნაფარეულთან ავტოავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობებით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ  ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგაძე საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, რის შემდეგაც თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანეს.

მიხეილ გიორგაძე კახეთში ავარიაში მოყვა >>

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამ ზაფხულს გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1380)

მთავარი თემები