20:34 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსიმ პოლიციელი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidze
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

სავარაუდოდ, ჩიქოვანს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა. საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. 

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის, ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

სავარაუდოდ, ჩიქოვანს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა. საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, გვამს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.  

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი თემები