თბილისში მოტოციკლი ავტომობილს დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოტოციკლისტი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მოტოციკლისტი ორთაჭალაში გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სატვირთო ავტომობილი ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიას ეკუთვნის.

მოტოციკლისტმა სერიოზული ტრავმები მიიღო. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.

სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა, რაც ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან სამ წლამდე პატიმრობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0