06:01 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეები სასამართლო დარბაზში

სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (860)
98 0 0

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 24 იანვარს 15:00 გაიმართება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული 7 ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში 2 დეკემბერს 6 უკრაინისა და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორის თქმით, ისინი სასტუმროში 27 ნოემბერს დაბინავდნენ.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც თბილისში მდებარე სასტუმროს ნომრებში 2018 წლის 2 დეკემბრამდე უკანონოდ ინახავდნენ“, - აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით, ახალი დანაშაულის ჩადენის და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხით და დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 24 იანვარს 15:00 გაიმართება.

სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარდა, რა დროსაც სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს  „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

დაკავებულთა შორის არიან უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ოლექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინოი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია. სპეცოპერაცია თბილისის ორ სასტუმროში ჩატარდა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით ჩამოვიდნენ „დონბასის" წევრები საქართველოში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციას უკავშირდება. ისინი აქციის დღეს, გასულ კვირას დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (860)

მთავარი თემები