მიხეილ გიორგაძე კომიდან გამოვიდა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის წევრი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში კულტურის სფეროს კურირებდა, მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ამ დროისთვის გიორგაძე მკურნალობის კურსს სტამბულში გადის. იგი გონებაზე მოვიდა, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
მიხეილ გიორგაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

„თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში პალატაში გადაიყვანენ", – აღნიშნეს უწყებაში.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს სოფელ ნაფარეულთან ავტოავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობებით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგაძე საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძე ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა".

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამ ზაფხულს გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0