ქალმა კაცს „მამაკაცური ღირსება" ნაწილობრივ წაართვა და შედეგად სიცოცხლეს გამოემშვიდობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მამაკაცი თავს იცავდა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალის მკვლელობის საქმეში ახალი პიკანტური დეტალები ხდება ცნობილი.

დანაშაული 27 ნოემბერს მოხდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელსაც დედასთან ერთად მოკლულის ბინა ჰქონდა დაქირავებული.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისში - ეჭვმიტანილი დაკავებულია

ერთი კვირის შემდეგ ტელეკომპანია Imedi დანაშაულის დეტალებს არკვევს. მსხვერპლს ერქვა სვეტლანა ამოევა. ის ბინის დამქირავებლებთან – გიორგი ხანდოლიშვილთან და ნინო ჭოტაშვილთან ერთად ამავე ბინაში ცხოვრობდა.

დანაშაულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჭოტაშვილმა, რომელიც მეორე სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდა, მაშველები გამოიძახა. როდესაც ის შიგნით შევიდა, სამზარეულოში დაინახა თავისი აღელვებული ვაჟი. როდესაც ჰკითხა, თუ რა მოხდა, ის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

მაშინ მაშველებმა საძინებელ ოთახში დაინახეს ამოევას შიშველი სხეული. ქალს ყელში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული.

ხანდოლიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში მან განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობს – მას დაზიანებული ჰქონდა სასქესო ორგანო. თბილისის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამოკვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდას ჰქონდა ჭრილობა და არ ჰქონდა ერთი სათესლე ჯირკვალი.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ცოლქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

თავდაპირველად ხანდოლიშვილის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, მოგვიანებით კი ამას დაემატა გაუპატიურების მცდელობა. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულმა ტრავმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამოევასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

დაკავებულის ადვოკატი გიგა ბოგვერაძე ამტკიცებს, რომ სქესობრივი კავშირი ამოევასა და ხანდოლიშვილს შორის ურთიერთთანხმობით მოხდა.

ადვოკატის თქმით, მას ხანდოლიშვილმა თავად განუცხადა, რომ ამოევამ მას ეს ორგანო, დიდი ალბათობით, ფრჩხილებით დაუზიანა, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ ამბობს, რადგან შოკურ მდგომარეობაში იყო. ამ დროს ხანდოლიშვილმა, თავდაცვის მიზნით, მას დანა დაარტყა.

ცდილობდა თუ არა ბრალდებული ქალის გაუპატიურებას და დააზიანა თუ არა ქალმა ხანდოლიშვილი, ამას ექსპერტიზა ადგენს.

გამოირკვა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ბინა, რომელსაც ამოევა დედა-შვილზე აქირავებდა, მას კი არ ეკუთვნოდა, არამედ თავადაც დაქირავებული ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0