თბილისელმა სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37 000 იპოვა - რეალური ისტორია არარეალური ფინალით

© photo: Sputnik / Stringerდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი გოგონას ერთი ჩვეულებრივი დღე ნადვილ თავგადასავლად იქცა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ დედაქალაქში სეირნობისას არც მეტი არც ნაკლები 37 ათასი დოლარი იპოვა.

ეს „ბედნიერება“ ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტ კარინა ბ.-ს (გოგონამ გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა). 21 წლის გოგონას თქმით, 28 ნოემბერს ის ბრუნდებოდა უნივერსიტეტიდან, შენიშნა ლამაზი ხე და ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. და ხეს მიუახლოვდა.

„რომ მივუახლოვდი, მიწაზე თეთრი შეკვრა დავინახე, მასში რაღაცა იყო შეხვეული, და არანაირად არ ველოდი, რომ იქ დოლარები დამხვდებოდა. მე კურსელი გოგო მახლდა და ორივე შოკში ვიყავით. გადავწყვიტეთ ამის შესახებ პოლიციისთვის გვეთქვა“, - „Sputnik-საქართველოსთან“ იხსენებს კარინა.

ფულის გარდა, შეკვრაში იდო ჩეკი და გოგონებმა იფიქრეს, რომ ის „განძის“ დაბნეული მფლობელის პოვნაში დაეხმარებოდათ. და მართლებიც აღმოჩნდნენ: პოლიციის დახმარებით მათ იპოვეს მამაკაცი, რომელსაც ფული ეკუთვნოდა.

ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის გიჟური ისტორიები

„უზომოდ მადლობელი და ბედნიერი იყო. გვითხრა, რომ ფული ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო და ვერ შენიშნა, როდის ამოუვარდა. თანხა კი სახლის გაყიდვით მიიღო“, - აღნიშნა კარინამ.

გოგონა საერთოდ არ ნანობს თავის საქციელს და მოხარულია, რომ ცდუნებას არ აჰყვა და ფული თავისთვის არ დაიტოვა.

„ამ ფულს ვერ დავიტოვებდი, ის ჩემი არ იყო... იქნებ ეს ფული მისთვის ერთადერთი შანსი იყო, რომ უსახლკაროდ არ დარჩენილიყო“, - გვიამბო კარინამ.

როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>

ასე, ამ კეთილი გოგონას პატიოსნებისა და დიდსულოვნების წყალობით თბილისში ერთი უბედური ადამიანით ნაკლები გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0