პარიზში მომიტინგეებმა საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიარეულობა პარიზში
არეულობა პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემონსტრანტებმა სხვადასხვა დიპმისიების ათამდე ავტომობილი დააზიანებს

თბილისი,  3 დეკემბერი  — Sputnik.  პარიზში მიმდინარე აქციის დროს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 

სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს

არეულობის დროს, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქი მოიცვა, 412 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 387 პატიმრობაში რჩება. საპროტესტო აქციის დროს 133 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 23 სამართალდამცველი.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მთლიანობაში სხვადასხვა დიპმისიის დაახლოებით 10 ავტომობილი დაზიანდა. როგორც აღმოჩნდა, დემონსტრანტებმა იმ ქუჩაზე გაიარეს, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, რის გამოც დაზიანდა ავტომობილი“, – ტელეარხი საგაეო უწყების პრეს–სამსახურს ციტირებს.

უწყების ცნობით, „ავტომობილი დაზღვეული იყო“.

 „ყვითელი ჟილეტების“  სახელით ცნობილი მოძრაობის საპროტესტო აქციას,  რომელიც საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით გაიმართა, თან უძღოდა სამართალდამცველებთან შეტაკება და ავტომობილების დაწვა.

 


 

ყველა ახალი ამბავი
0