ცოლქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, მაგრამ სამხილები სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის საკმარისი აღმოჩნდა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელსაც ბრალად ედებოდა ავჭალაში, "ზაჰესის" დასახლებაში ცოლქმრის მკვლელობა, აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ცოლ-ქმარი მიმდინარე წლის 14 იანვარს მოკლეს. ბრალდებული მარტში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე, ყაჩაღობა და ორი ან სამი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისში – ზაჰესში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, დაყაჩაღების დროს მოკლეს

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გადაწყვიტა, ყაჩაღურად დასხმოდა თავს ცოლქმარს. მეუღლეებს თავიანთ საცხოვრებელ სახლში პროდუქტების მაღაზია ჰქონდათ. ამისთვის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი იყიდა.

მამაკაცი 14 იანვარს, ღამით შეიჭრა მაღაზიაში. ცოლ-ქმარმა მას წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა რამდენჯერმა ესროლა მათ და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო მოსმენებზე ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამხილები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სასამართლოს ის დამნაშავედ ეღიარებინა. რაც შეეხება ყაჩაღობის ეპიზოდს, ამ ნაწილში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0