მიხეილ გიორგაძე კომაშია

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ გიორგაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელიც სოფელ ნაფარეულთან ავტოავარიაში მოყვა, მესამე დღეა უგონო მდგომარეობაშია, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პრეს-ცენტრის თანამშრომელმა.

მიხეილ გიორგაძე კახეთში ავარიაში მოყვა>>>

ავტოსაგზაო შემთხვევა 17 ნოემბერს მოხდა. გიორგაძე მრავლობითი მოტეხილობებით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„იგი რეანიმაციაში რჩება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე. მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, ფილტვებისა და თავის ტვინის დაზიანებები აქვს. პროგნოზი დამაიმედებელია, თუმცა ჯერჯერობით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა", – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძე ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა".

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამ ზაფხულს გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0