ბათუმში iPhone-ის მაღაზია გაქურდეს

გამოწერა
ჯერჯერობით ზარალის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში iPhone-ის მაღაზიის ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, გუშინ, ღამით მოხდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდეს

მაღაზიის თანამშრომლებს კარი დღეს დილით დაზიანებული დახვდათ. ჩამტვრეულია მაღაზიის შუშები, საიდანაც დამნაშავეებმა მაღაზიაში შეღწევა მოახერხეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ტექნიკაა წაღებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0