ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ორი ახალგაზრდა დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალციხე - Sputnik საქართველო
აწყურთან ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქეები დაშავდნენ

შემთხვევა დღეს დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

დაშავებულები Mercedes-ის მარკის ავტომობილის მგზავრები არიან. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ერთს ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს დაჟეჟილობები აღენიშნება. ორივე მათგანს გამოკვლევები უტარდება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0