ზემო ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლებს დროებით სხვაგან დააბინავებენ

© Sputnik / Alex Shlamovფონიჭალაში სახლის აფეთქების შედეგები
ფონიჭალაში სახლის აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც კორპუსის რამდენიმე სართული დაზიანდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია, სადაც ისინი დღესვე დაბინავდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Горящие свечи в церкви - Sputnik საქართველო
ზემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ქვეყნის პირველი პირები გამოეხმაურნენ

ზემო ფონიჭალაში დღეს საცხოვრებლ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ქალი და ბავშვი კი, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. მაშველებმა ქალი და ბავშვის ცხედრები რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.

„რაც შეეხება ამ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს, გამგეობა და დედაქალაქის მერია მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველას უზრუნველვყოფთ საჭირო სახსრებით, სასტუმროთი და რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. 28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.ირაკლი ბენდელიანმა.

აფეთქება ფონიჭალაში - Sputnik საქართველო
აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა.

ზემო ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით "უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ანდა სხვა მძიმე შედეგი", რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0