ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდი ჩავარდა: მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალსაცავიდან სატვირთო ავტომანქანის ამოსაყვან სამუშაოებში დილიდან მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოების შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

გუშინვე შემთხვევის ადგილზე მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანი ჯგუფი მუშაობდა, თუმცა გვიან ღამით მამაკაცის სამძებრო-სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.

სამძებრო სამუშაო დღეს, დილის 07:30 საათიდან განახლდა. უწყების ცნობით, დილითვე წყალსაცავიდან სატვირთო ავტომანქანის ამოსაყვან სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0