ახმეტის რაიონში სკოლა და საბავშვო ბაღი გატეხეს - განადგურებულია ინვენტარი

გამოწერა
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ქუთაისში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სკოლის დირექტორის გიორგი ბუღრიძის განცხადებით, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.

„სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

პოლიციამ აღნიშნული საქსმე გახსნა და 39 წლის ჯ.გ. დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა“, - აღნიშნეს შსს-ში.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 187-ე მუხლით („სხვისი ნივის ან ქონების დაზიანება“).

ყველა ახალი ამბავი
0