ქუთაისში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

© Sputnik / STRINGERპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 33 წლის მამაკაცი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულიო ქუთაისში ერთ-ერთ აფთიაქს ყაჩაღურად თავს დაესხა და სალაროში არსებული თანხა გასტაცა.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი აღმოაჩნდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა), რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0