შსს-მ გარდაბანში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და თანხის გადახდას სთხოვდნენ

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბნის რაიონში 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს–მ ბათუმში სამი პირი დააკავა

როგორც გამოძიებით დადგინდა,  დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0