მომიტინგეებმა პოლიციისგან კარვების დაცვა შეძლეს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა სცადეს.

თბილისში მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე თავის თანამოაზრეებთან ატარებს საპროტესტო აქციას. მისი მოთხოვნაა -   ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც მისი შვილის მკვლელობასთან აქვს შეხება, ასევე ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის.

საპროტესტო აქცია „არ მომკლა“ - Sputnik საქართველო
ახალი წელი და ნაძვის ხე არგუმენტი არაა: ომბუდსმენმა მომიტინგეები მერიისგან დაიცვა

პოლიცია, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან მორიგეობს პარლამენტთან, მთელი ამ დროის განმავლობაში მომიტინგეებს კარვების გაშლას უშლიდა. ამჯერად პოლიციელებმა მომიტინგეებს რამდენიმე კარავი წაართვეს. მომიტინგეებმა რვა კარვის შენარჩუნება და დადგმა მოხერხეს. მათ კარვებს წრე შემოარტყეს და ამით მათ დაცვას ცდილობენ.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდნენ, განაცხადეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმორიგევებენ და ღამით კარვების რაოდენობა გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისთვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საფარი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძე და ასევე დედამისი შეუძლოდ გახდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავდმყოფოში გადაიყვანა.

მკვლელობის საქმე

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სარალიძის მკვლელის ვინაობა დადგენილი ისევ არ არის, თუმცა პროკურატურა საპირისპირო აზრს იზიარებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ განაცხადა, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს. მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

სამი თვის შემდეგ, როდესაც ვერც საპარლამენტო კომისიამ, ვერც შსს-მ ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან სარალიძე ელოდა, მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლა. თავის მხრივ, ხელისუფლება მოუწოდებს მას დაელოდოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0