07:50 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
სამტრედია

სამტრედიის საკრებულოს დეპუტატს ქალის ცემაში ადანაშაულებენ

© FB / Samtredia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ, თუმცა მოქალაქესთან სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სამტრედიის საკრებულოს ღანირის თემის მაჟორიტარს ბადრი შენგელიას მოქალაქე მაია ფრანგიშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი ხუთშაბათს, 8 ნოემბერს სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ჯამბურიას კაბინეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაია ფრანგიშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან რამდენიმე საკითხის გასარკვევად იყო მისული, რის შემდეგაც სოფელ ღანირის მაჟორიტართან შეხვედრა ითხოვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა მოქალაქის მხრიდან დეპუტატის მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი დეპუტატი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

თავად მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე ფიზიკურ შეხლა-შემოხლას უარყოფენ, თუმცა მოქალაქესთან სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებებენ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

მთავარი თემები