08:55 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
მიწისძვრის მატნიტუდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZ
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მიწისძვრები საქართველოში (19)
240 0 0

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ონთან 3.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძგების ეპიცენტრი თბილისის დროით 15:14 საათზე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მართგაჯინასთან დაფიქსირდა, იმავე ადგილზე, სადაც გუშინ 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

დღეს, თბილისის დროით 09:39 საათზე თურქეთის ყარსის პროვინციაში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სამშაბათს დასავლეთ საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები ქალაქ ონთან გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან მოხდა.

ასევე გუშინწინ, 17:36 საათზე 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა. კერძოდ, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქ მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვიშიანთან მდებარეობდა.

 

თემები:
მიწისძვრები საქართველოში (19)

მთავარი თემები