ნავთლუღში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

© photo: Sputnikსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე წუხელ გაჩნდა. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 60 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0