08:52 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

მოიწამლა თუ ცემით მოკლეს? თბილისში ცხრა წლის გოგონა გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
320 0 0

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გოგონა მამინაცვლის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ცხრა წლის გოგონა დაიღუპა, მისი მშობლების მდგომარეობა კი მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ბავშვის დედა და მამინაცვალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გოგონა მამინაცვლის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. აღნიშნული ვერსია „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

მთავარი თემები