08:52 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
საპატრულო პოლიცია

ავარია ავტობანზე: ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1315)
25410

ავტომობილი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც მართვა დაკარგა, ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა თბილისი–ქუთაისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისი–ქუთაისის ავტობანზე, თერჯოლის გადასახვევთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და მას ცეცხლი გაუჩნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოთხივე დაშავებულს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც მართვა დაკარგა, ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1315)

მთავარი თემები