07:49 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
საქართველოს პროკურატურა

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1429)
11510

საქართველოში ოთარ ფარცხალაძის სახელი სამ საქმეში ფიგურირებს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და თანამდებობა რეკორდულად მცირე დროით ეკავა – მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს მისი ბიოგრაფიის დეტალების გასაჯაროების შემდეგ დატოვა, რომელიც ახალგაზრდობაში გერმანიაში მის ნასამართლეობას ეხებოდა.

მაშინ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ფარცხალაძე 2001 წელს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით გერმანიის სსკ-ის 249-ე და 252-ე მუხლებით იყო გასამართლებული და წელიწადისა და ერთი თვის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

საქართველოში ფარცხალაძის სახელი სამ საქმეში ფიგურირებს.

პირველი ეხება 2013 წლის დეკემბერში საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანას. მაშინ მერაბიშვილმა, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იხდის, განაცხადა, რომ ის საპატიმროდან ფარცხალაძესთან შესახვედრად გაიყვანეს, რომელიც მისგან ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას მოითხოვდა.

2017 წლის მაისში ფარცხალაძე კვლავ აღმოჩნდა სკანდალში გახვეული. ამჯერად საუბარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის ლაშა თორდიას ირგვლივ მომხდარ ინციდენტს ეხება. 13 მაისს თორდიას ღამის კლუბ El Centro-ში დაესხნენ თავს, რის გამოც თორდია საავადმყოფოში თავის ქალის დახურული ტრავმით მოხვდა. დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ფარცხალაძე იმის გამო გაუსწორდა, რომ იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერ-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებდა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.

ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და სცემეს: საქართველო ახალმა ფარულმა ვიდეოკადრებმა შეძრა>>>

მიმდინარე წლის სექტემბერში კი ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც მამაკაცი, რომლის ხმაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს-მინისტრ ლევან ყიფიანის ხმას ჰგავს, კომპანია Omega Group-ის მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ფარცხალაძესთან ინციდენტის შესახებ უამბობს, რომელმაც ყიფიანი სცემა და ძალადობით დაემუქრა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1429)

მთავარი თემები