ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის მონაწილეებს თითოეულს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ახალქალაქში დაპირისპირებული პარტიების საარჩევნო შტაბების წევრებს შორის მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებულებს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბრალდებულებს გირაოს თანხად თითოეულს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე

პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, რომლის შედეგად ოპოზიციონერები საავადმყოფოში მოხვდნენ, ბრალი ხუთ მოქალაქეს წაუყენა, მათ შორის პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ვაჟს, ძმასა და ძმისშვილს.

მათ პროკურატურა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180 დღემდე ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

გასულ კვირას მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავდნენ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ოთხი წევრი – აშოტ რიაისიანი, აბრაამ და ტიგრან აბრაამიანები და მიშა აბგარიანი. ოპოზიციის მონაცემებით, მათ ოფისში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის წარმომადგენლები.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
დეპუტატ მკოიანის შვილს ბრალდება წაუყენეს - ახალქალაქის ჩხუბის საქმე გახსნილია

დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა კარაპეტ მკოიანმა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ. მისი თქმით, ის გამოიწვიეს და მან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა მოიგერია და მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი.

წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმნენ ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი და ანდრანიკ კარსლიანიც. მათი განმარტებით, მათ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დანარჩენმა ორმა – არარატ ამბარიანმა და ედვარდ მკოიანმა დანაშაული აღიარეს.

გამოძიების მონაცემებით, ინციდენტი თამარ მეფის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მოხდა და ამის შედეგად სხვადასხვა დაზიანებები ამ შტაბის წევრებმა მიიღეს.

ჩხუბი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს მოხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ღამით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს.

პოლიციის განყოფილების შენობა - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: ახალქალაქში ოპოზიციის მომხრეებს გაუსწორდნენ

პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ის მოგროვება ვერ შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს.

ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0