თბილისში ფალსიფიცირებულ FAIRY-ს ამზადებდნენ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისარეცხი საშუალებები
სარეცხი საშუალებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალების რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდებოდა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში 9 ათას ბოთლამდე ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალება „ფეირი" ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხორცის ვარგისიანობის  შემოწმება - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: უფრთხილდით სოსისს, ძეხვეულსა და შებოლილ თევზს

გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით რეალიზაციას. 

სამართალდამცველებმა საწარმოდან ნივთმტკიცების სახით ბოთლები და ეტიკეტები ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0