დაშავებულები გამოძიებას არ ეხმარებიან - შსს ახალქალაქის ინციდენტზე

გამოწერა
„ძალა ერთობაშია“ შსს-ს იმაში ადანაშაულებს, რომ ოპოზიციონერებზე თავდასხმის შემდეგ 24 საათი გავიდა, თუმცა დაკავებული არავინაა

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო შტაბის წევრები ახალქალაქში, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავდნენ, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვარ ბრძოლისთვის“ >>

აშოტ რიაისიანს, აბრაჰამ და ტიგრან აბრაამიანს და მიშა აბგარიანს სამშაბათს გაუსწორდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ ოფისში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტარ ენძელ მკოიანის წარმომადგენლები. მკოიანი დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ნათელაშვილი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ მათი მომხრეების ცემაში დეპუტატი მკოიანი და მისი ძმა მონაწილეობდნენ. ვაშაძემ ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მომხდარიდან 24 საათის შემდეგ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

„საგამოძიებო მოქმედებებს დრო სჭირდება და გაწერილია პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როცა დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს არ ცხადდებიან. ამის მიუხედავად დავიცდით, როცა სურვილი ექნებათ, მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე დაშავებულებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ყველა დამნაშავის დასჯას შეპირდა.

„არანაირი პრობლემა არ არის, თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა... ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და ან რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს. გამოკითხვებს არ ველოდებით, სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, გამოძიებამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე უნდა მოგვიყვანოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის მებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია.

„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ >>

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წევრი.

რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება. ცესკო საბოლოო შედეგებს 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, რის შემდეგაც მეორე ტური ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0