გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მამაკაცი

© Sputnik / Denis Aslanovგორში 8 წლის გოგონა მოკლეს
გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
სასტიკი მკვლელობა გორში: 8 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

ტელევიზიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად იქ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0