გორში დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Denis Aslanovგორში 8 წლის გოგონა მოკლეს
გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გორში დაკარგული 8 წლის გოგონა მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. მათი განცხადებით, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

მტირალი გოგონა - Sputnik საქართველო
გორში 8 წლის გოგონა დაიკარგა

ამასთან, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0