პარლამენტის დეპუტატის სახლიდან ტელევიზორი მოიპარეს

გამოწერა
ტელევიზორი დეპუტატის სოფლის სახლიდან მოიპარეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის სოფელ ეწერში მდებარე სახლიდან ტელევიზორის ქურდობა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისიდან მოპარული ტექნიკა მძარცველმა ლომბარდში ჩააბარა

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა>>>

დანაშაული დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. სახლი დაკეტილი იყო და დანაშაულის ჩადენის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი სახლის ფანჯრები ჩამტვრეულია და ტელევიზორი არ არის. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიღაც დააკავეს. მათ (ბოროტმოქმედებმა) მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს, სხვა არაფერი. ტელევიზორი ძველი იყო და არანაირ მატერიალურ ღირებულებას არ წარმოადგენდა", – ციტირებს კახიანის სიტყვებს სააგენტო Новости-Грузия.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სახლი მან მემკვიდრეობით მიიღო და იქ ორი წლის წინ ცხოვრობდა, როცა იყო სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ახალი მოწვევის პარლამენტში კახიანი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდა და ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

სამშაბათს საქართველოს შსს-მ სატვირთო ავტომობილებიდან ოთხი აკუმულატორის ქურდობის ფაქტზე სამტრედიაში სამი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამათგან ერთ-ერთმა, 35 წლის დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, დეპუტატის სახლის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0