რუსთავში აფეთქება მოხდა - 12 დაშავებულია, მათ შორის 5 ბავშვი

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების ბრიგადა რუსთავში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქალაქ რუსთავის მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია, იუწყება Info rustavi.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ძლიერი აფეთქება სპორტული მოედნის სიახლოვეს მოხდა, სადაც იმ დროს ბავშვები თამაშობდნენ. კორპუსის ეზოში მიმდინარეობდა ავტოფარეხების დემონტაჟი. აფეთქების შედეგად ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0