ნარკომოვაჭრეები თბილისში თავიანთ კლიენტებს ანალგინსა და პარაცეტამოლს სთავაზობდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ უპასუხა ნარკოვაჭრობისთვის დაკავებულების ადვოკატებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი მხოლოდ უვნებელ წამლებს ყიდდნენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ თბილისში ცნობილი სპეცოპერაციისას დაკავებული რვა ნარკომოვაჭრიდან ორს, ნარკოტიკების გარდა, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები ჰქონდათ.

ყველა ბრალდებული დააკავეს 11 მაისს, გვიან ღამით პოპულარულ ღამის კლუბებთან Cafe Gallery, „ბასიანი", ასევე კოსტავას ქუჩაზე. გამოძიება ამტკიცებს, რომ ისინი ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობდნენ.

შსს განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მასმედიაში, დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებიდან სამი არა ნარკოტიკებით, არამედ უბრალო ტკივილგამაყუჩებლებითა და სიცხის დამწევი პრეპარატებით - ანალგინითა და პარაცეტამოლით ვაჭრობდა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
მოქალაქეებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების წესი შესაძლოა შეიცვალოს

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომ წამლებს არ ყიდდნენ. ერთ-ერთი ბრალდებულისგან დაკავებამდე პოლიციამ კონტროლის მიზნით ხუთჯერ შეისყიდა პრეპარატები და აქედან სამჯერ ნარკოტიკი არ აღმოჩნდა. ორი საკონტროლო ყიდვა განხორციელდა მეორე ბრალდებულთან მიმართებით. აქ ნარკოტიკი ერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდა. მესამე ბრალდებულმა კი, რომელზეც მასმედიაში იყო საუბარი, ორივე შემთხვევაში ნარკოტიკი გაყიდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირად ხდება, როცა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე" ე.წ. ფეიკებს ყიდიან.

ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდები თბილისში აქციების მიზეზი გახდა, რომელიც 12–13 მაისს რუსთაველის გამზირზე მოეწყო. პროტესტანტები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას მოითხოვდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0