საგარეჯოს რაიონში 17 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. გუშინ საღამოს, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში, 17 წლის ჰუსნია მამედოვა მოიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქორწილი - Sputnik საქართველო
გურჯაანში 35 წლის მამაკაცმა 30 წლის ქალბატონი მოიტაცა

გავრცელებული ინფორმაციით გოგონა სოფელ თულარის მკვიდრმა 25 წლის ბიჭმა მოიტაცა. შემთხვევის დროს ის სახლში არასრულწლოვან დასთან იმყოფებოდა. გატაცებულის ოჯახის წევრების თქმით, გოგო სახლიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. სავარაუდოდ, მათ მანქანაში კიდევ ორი პირი ელოდებოდა. 

გოგონას ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას. გატაცებულს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მასთან დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0